ბიზნესი
09/02/2021

ამირან გამყრელიძე: ყველაზე კარგად კოვიდრეგულაციებს მოლებში იცავენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ ჯგუფებში დადებითობის პროცენტი საკმაოდ დაბალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაციამ სერიოზულად დაიკლო.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველაზე დაბალი დადებითობის მაჩვენებელი მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ფიქსირდება.

„დაახლოებით 17 000 ტაქსის მძღოლია გატესტილი, საიდანაც დადებითობა 0,5%-ია. გატესტილი 13 600 ბაზრის მოვაჭრიდან დადებითობის მაჩვენებელი 0.4%-ია, 8 200 რელიგიის მსახურებიდან დადებითობა 1.1%-ია. მოლებისა და სავაჭრო ცენტრების 6 000 თანამშრომელი გაიტესტა, სადაც დადებითი 0.1%-ია, ისინი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. გატესტილი 12 600 სკოლის პედაგოგიდან დადებითი 0.3% -ია“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანა სტალიბიზაციისკენ მიდის, კორონავირუსი სრულად მართვადია, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს მაინც არ იძლევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022