Altersocks: ჩვენი ძალისხმევა ექსპორტისკენაა მიმართული, ვგეგმავთ ახალი ევროპელი პარტნიორების გაჩენას
წინდების მწარმოებელი ქართულ კომპანია Altersocks-ი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ 2022 წელი გასულ წელთან და განსაკუთრებით 2020 წელთან შედარებით უკეთესი იყო.
"საქართველოს რაც შეეხება, დამატებითი გაყიდვების პუნქტების გახსნას არ ვგეგმავთ, თუმცა შეიძლება დავამატოთ ახალი პროდუქტი ან გაყიდვების ახალი საშუალებები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ექსპორტისკენ. მომავალ წელს ვგეგმავთ ახალი ევროპელი პარტნიორების გაჩენას. მოლაპარაკებები უკვე გვაქვს, მაგალითად იტალიის ტურისტულ ქალაქებთან და იმედია კარგად დასრულდება."- ამბობს რეზი ბესელაშვილი.
ცნობისთვის, წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია იტალიის ბაზარზე ნოემბერში გავიდა, სადაც ათეულობით ათასი წინდის ექსპორტი განახორციელა.
კომპანია 10-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ა.შ. რაც მთვარია, როგორც Altersocks-ში აცხადებენ, პროდუქტმა გაამართლა და ხარიხსი დამაკმაყოფილებელია.