ბიზნესი
17/02/2021

"ალფა პეტი" გაფართოვდა და რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო

კომპანია „ალფა პეტი“ გაფართოვდა და რძის ნაწარმი კონტეინერების წარმოება დაიწყო.

ნახევარფაბრიკატებისთვის წარმოებული პლასტიკური ბოთლები და რძის ნაწარმის კონტეინერები კომპანიას ექსპორტზე რეგიონში უკვე გააქვს.

საწარმომ გაფართოება სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში შეძლო.

კომპანიას 30 მლნ ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ძირითადად ადგილობრივებს. უახლოეს ხანებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

„ალფა პეტი" წარმოებული პროდუქციით ისეთ კომპანიებს ამარაგებს, როგორებიცაა: კოკა-კოლა, ბორჯომი, სნო და ა.შ. კომპანია წელიწადში 15 მილიონამდე რძის პროდუქტების შესანახ კონტეინერსაც აწარმოებს.

საწარმო ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა.

„ალფა პეტის“ პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ბაზარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.