“აქციზის შემცირება, საწვავს გააიაფებს, თუმცა სახელმწიფოს გარანტირებულ შემოსავლებს შეუმცირებს“
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე აქციზის შემცირება, საწვავს გააიაფებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც პანდემიაა სახელმწიფოს შემოსავლებს შეუმცირებს.
„იმპორტი როგორც გასულ წელს, ახლაც სტაბილური დინამიკით ხასიათდება. თუ აქციზის ფასს გავანახევრებთ, სახელმწიფოს შემოსავლებიც განახევრდება. მივიღებთ იმას, რომ საწვავი გაიაფდება 20 თეთრით, მაგრამ სახელმწიფოს შემოსავლები ამ რთულ პერიოში შემცირდება. გარდსა ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ საწვავის ფასი დასტაბილურდება.
მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს აქვს მნიშვენლოვანი პრობლემები საბიუჯეტო შემოსავლების მხრივ, არ მგონია, აქციზის შემცირება კარგი გადაწყვეტილება იყოს,“– აღნიშნავს, ვანო მთვრალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს.
მთვრალაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება დაკავშირებული იყო საერთაშორისო ფასების ზრდით, რასაც ახლა დაემატა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურებაც, რომელიც საწვავის ფასსზე უარყოფითად იმოქმედებს.
"საქართველოში ფასის ზრდა ხდება 3–5 თეთრიანი ბიჯებით, შესაბამისად, კომპანიების მხრიდან, ამ დღეებშიც მოხდა ფასების ანალოგოური მოცულობით რედაქტირება. ეს პროცესი გაგრძელდება და შეეხება, როგორც ბრენდირებულს ისე არაბრენდირებულ კომპანიებს.“– აღნიშნავს, კავშირის თავმჯდომარე.