ბიზნესი
27/01/2021

ახალი რეგულაცია ბიზნესს - საქართველოში გარემოსდაცვითი მოთხოვნები ამოქმედდება

საქართველოში გარემოსდაცვითი მოთხოვნები 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციების ამოქმედების მიზანია მწარმოებელთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს - ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საწარმოების სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების შემოღება სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყიოფს“ -განაცხადა დავითაშვილმა.

Businesspartner