ბიზნესი
30/03/2021

აღმაშენებლის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების პირობით უძრავი ქონება იყიდება

თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების პირობით უძრავი ქონება იყიდება.

ქონების ეროვნულმა სააგენტო თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 60ა-სა და 60 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთებს და შენობებს ყიდის.

უძრავი ქონების საწყისი ფასი 39.8 მლნ ლარია, „ბიჯი“ 50 000 ლარს შეადგენს.

ინვესტორმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან 2 თვის ვადაში უნდა დაფაროს. ამასთან, 48 თვეში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე კომპლექსი უნდა ააშენოს.

კომპლექსის ნაწილში შესაძლოა განთავსდეს სასტუმრო, კომერციული და საოფისე ფართები.

კომლექსის მშენებლობაში არანაკლებ 40 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

აღსანიშნავია, რომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი და პროექტი უნდა შეთანხმდეს თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022