საზოგადოება
08/03/2022

სასურსათო მაღაზიების ნაწილში შაქრის დეფიციტია

სასურსათო მაღაზიების ნაწილში შაქრის დეფიციტია.

რეგიონებში შაქრისგან არაერთი ქსელური მარკეტისა და საბითუმო ბაზრობის დახლები დილიდან დაცარიელდა.

შაქრის დეფიციტი თბილისის ზოგიერთ მაღაზიაშიც შეინიშნება.

"ბიზნესპარტნიორმა" ვითარება რამდენიმე ქსელურ მარკეტში გადაამოწმა.

კონსულტანტების ინფორმაციით, შაქარზე მომხმარებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა და მარაგი დროებით ამოწურულია.

Businesspartner