ბიზნესი
02/11/2020

"აჭარა ტექსტილი" რუსთავში საწარმოს მშენებელობას ნოემბრის ბოლოს დაასრულებს

პანდემიის პერიოდში რუსთავში დაწყებული საწარმოს მშენებლობას "აჭარა ტექსტილი" ნოემბრის ბოლოს დაასრულებს.

"აჭარა ტექსტილის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

კომპანიის დირექტორის გია ლომინაძის თქმით, ამ დროისთვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და მალე ფუნქციონირების დაწყებაც შესაძლებელი იქნება, წლის ბოლომდე დაიწყება თანამშრომლების მიღება, მომავალი წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 3000-მდე იქნება.

კომპანიამ საწარმოში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. „ქართლი ტექსტილი“ ტანსაცმელს Nike-ის, Adidas-ისა და სხვა ცნობილი ბრენდებისთვის შეკერავს.