აჭარა ჯგუფის აკადემიაში კულინარის პროფესიის დაუფლება 3900 ლარი ღირს
"აჭარა ჯგუფის" კულინარიის აკადემიაში სრული კურსის გავლის ღირებულება 5000 ლარია, თუმცა როგორც აჭარა ჯგუფში აცხადებენ, კომპანია და სხვა სპონსორები ერთობლივად, თითოეული სტუდენტის სწავლის საფასურს ნაწილობრივ, 1100 ლარით დააფინანსებენ, შესაბამისად, სტუდენტის გადასახდელი თანხა 3900 ლარი იქნება.
ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადახდა 7 ეტაპად იქნება შესაძლებელი.
- I ეტაპი – 1000 ლარი
- II ეტაპი – 800 ლარი
- III ეტაპი – 600 ლარი
- IV ეტაპი – 400 ლარი
- V ეტაპი – 400 ლარი
- VI ეტაპი – 400 ლარი
- VII ეტაპი – 300 ლარი
“აჭარა ჯგუფის” აკადემიის კულინარიის სკოლა ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან სასწავლო პროგრამებს ახორციელებს, სტუმარ-მასპინძლობის, კერძოდ, კულინარიის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს და კურსდამთავრებულების დასაქმებას უწყობს ხელს.
აჭარა ჯგუფის აკადემიის კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან კულინარიის ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი.
ჯგუფის ცნობით, პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას ინტენსიური დატვირთვით.
პრაქტიკული სწავლება ხორციელდება „აჭარა ჯგუფის“ ექვს ობიექტზე:
- თბილისი, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi
- ყაზბეგი, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi
- თბილისი, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi
- თბილისი, რესტორანი Lolita
- თბილისი, სასტუმრო Stamba Hotel
- ბაკურიანი, სასტუმრო Rooms Hotel Kokhta