ბიზნესი
02/04/2021

"აჭარა ჯგუფი" კახეთში კუთვნილი მიწის ნაკვეთების ფართოებებს ზრდის

“აჭარა ჯგუფის“  ჰოლდინგის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "უდაბნო სოფელი"  კახეთში კუთვნილი მიწის ნაკვეთების ფართოებებს ზრდის.კომპანიამ  1 აპრილს,  აუქციონზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით მიწის 4  ნაკვეთი (ჯამში 65 096 კვ.მ ) შეიძინა, რაშიც ჯამურად  234,6 ათას ლარს გადაიხდის.

მანამდე მარტში გამართულ აუქციონებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდასა და სათაფლეთში 16 მიწის ნაკვეთი იყიდა.

ცნობილია, რომ „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი" კახეთში ინვსტიციებს დებს. კომპანიამ გააშენა კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ბაღები. ასევე "აჭარა ჯგუფის ჰოლდინგს" დაგეგმილი აქვს სასტუმროს პროექტის განხორციელება,რომელიც საქართველოში მნიშვნელოვნად განავითარებს სოციალურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრად ტურიზმს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022