ბიზნესი
21/07/2020

აჭარა ჯგუფი 2021 წლიდან ნუშის გადამუშავებას დაიწყებს

"აჭარა ჯგუფი" მომავალი წლიდან ნუშის გადამუშავებას გეგმავს.

ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" აღნიშნავს, რომ იგეგმება ნუშის რძის, პუდრის, ფქვილის წარმოება, რაც მსოფლიოში ყველაზე მოტხოვნადი პროდუქტია.

ჯგუფს ნუშის ბაღები საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში 5000 ჰა-ზე აქვს გაშენებული. პირველ მოსავალს აჭარა ჯგუფი მომავალი წლიდან პირველ ეტაპზე გაშენებულ 600-ჰა-ზე მიწის ნაკვეთზე მიიღებს, 3 წლის შემდეგ კი უკვე სრული მოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნება.

Businesspartner