ბიზნესი
24/12/2020

7-დან 7-მდე - დღეიდან 10 დღის განმავლობაში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ღია იქნება

დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება, თუმცა ბაზრობები დახურული დარჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში, სავაჭრო ცენტრები დილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.

მომხმარებლებს სავაჭრო სივრცეში ნაკადების მკაცრი მართვით, ნიღბის ტარების გაკონტროლებით დაუშვებენ.

ფასდაკლების აქციები ძირითადად დილის საათებში გამოცხადდება ან ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში დაწესდება; იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება.

დარღვევების შემთხვევაში ობიექტი დაჯარიმდება ან საქმიანობა შეუჩერდება. მთავრობა აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება.