ბიზნესი
02/08/2021

60-მდე დარგი სახელმწიფოსგან კომბინირებულ დახმარებას მიიღებს

პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 60-მდე დარგი სახელმწიფოსგან კომბინირებულ დახმარებას მიიღებს. საუბარია საექსპორტო და იმპორტის ჩამნაცვლებელი დარგების განვითარებაზე. 

“60-მდე დარგია, სადაც გვაქვს პოტენციალი, უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი, რომელიც ჩვენი სავალურო შემოსავალია, ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერე, ან ადგილობრივ ბაზარზე შევიდეთ კონკურენციაში იმპორტულ ანალოგიურ საქონელთან“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

რაც შეეხება პროგრამას, მინისტრის განმარტებით, ასეთი დარგები ერთდროულად მიიღებენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ბანკებში თანაუზრუნველყოფას და გრანტს, რომელიც აღებული იქნება სესხის 15%-ის ოდენობით, არაუმეტეს 0.5 მლნ ლარის ფარგლებში. 

სახელმწიფო თანაუზრუნველყოფას 3 წლის ნაცვლად, სესხის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მოახდენს. 

“ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ისეთი დარგებისათვის, როგორიცაა ადგილობრივი საშენი მასალების წარმოება, პლასტმასის, მინის წარმოება, ფარმაცევტული ნაწარმი, მანქანათმშენებლობა, დანადგარები, მანქანების ნაწილები, საფეიქრო მრეწველობა, ტექსტილი და 60-მდე სხვადასხვა დარგი, რომელსაც აქვს ძლიერი პოტენციალი, ადგილობრივი წარმოება განავითაროს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022