ბიზნესი
02/02/2021

6 თებერვალს რესტორატორები რესტორნებს თვითნებურად გახსნიან

6 თებერვალს რესტორატორები რესტორნებს თვითნებურად გახსნიან.

რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"მეგობრებო, დღეს გადაწყდა, რომ შაბათს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება", - განმარტავენ რესტორატორთა ასოციაციაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. სხვა რეგიონებში, კვების ობიექტები, რესტორნები, მათ შორის სასტუმროებში, აგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, 200-მდე  რესტორანმა, 24 საათით, მუშაობა შეწყვეტა. პროტესტის მიზნით, ერთი დღით რესტორნებმა გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე უარს თქვეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი როდესაც 4%-ი გვექნება, ეკონომიკის გახსნა უკვე ფრთხილად იქნება შესაძლებელი.