ბიზნესი
18/01/2021

553 შემოწმებული ობიექტიდან რეგულაციების დარღვევისთვის 3 დაჯარიმდა, 485-მა გაფრთხილება მიიღო

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, 2021 წლის 14-17 იანვარს, აკრძალული საქმიანობის განხორცეიელებისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა.
 
„2021 წლის 14-17 იანვრის მონაცემებით, 553 ობიექტი შემოწმდა, რომელთაგან 485-ის მიმართ განხორციელდა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მათ კიდევ ერთხელ გაეწიათ რეკომენდაციები. 65 ობიექტი დეტალურად შემოწმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით და დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.
ამავე პერიოდში აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან, ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა.
 
ჯამში, 2020 წლის 28 ნომებრიდან 17 იანვრის მდგომარეობით, ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, საიდანაც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით რეკომენდაციები გაიცა 26 841 ობიექტზე და ზედამხედველობის შედეგად, როდესაც განხორციელდა გეგმიური მონიტორინგი, დადგინდა, რომ 14 798 ობიექტი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ მთვრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022