ბიზნესი
22/02/2021

"₾50 მლნ-ის ინვესტირების შემთხვევაში ინვესტორი გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს"

დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის. ლილუაშვილის განმარტებით, ინვესტორებთან სასაუბროდ ქვეყანას უპირატესობის მოპოვება სჭირდება.

„ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება იყოს, რომ ყველა ინვესტორი, უცხოური თუ ადგილობრივი, რომელიც ქვეყანაში 50 მლნ ლარის ინვესტირებას განახორციელებს, გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისაგან. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისთვის რომ გაგვიჩნდეს შედარებითი უპირატესობა ინვესტორეთან სასაუბროდ. კიდევ ერთი მიმართულება შეიძლება განვიხილოთ, მაგალითად, ინვესტორს, რომელიც ექსპორტზე და ამ მიმართულების ზრდაზე იქნება ორიენტირებული, სახელმწიფომ ექსპორტის ღირებულების ნაწილი დაუსუბსიდიროს. პირობიოთად, ექსპორტის 5%-ის ოდენობის, ეს ღონისძიება ბუნებრივია დროებითი უნდა იყოს. ამით პირდაპირ ეუბნები ინვესტორს, რომ შენ თუ შექმნი ისეთ ინვესტიციას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში იქნება მდგრადი, გპირდები მხარდაჭერას. ბიზნესის კეთების საწყის ეტაპზე ინვესტორებს აქვთ ბევრად მეტი ხარჯი,“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებითად განსხვავებულ მიდგომაზე უნდა იფიქროს.

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა ფუნდამენტია და დაბალი საგადასახადო ტვირთიც გვაქვს. თუმცა, ახლა გამოვირჩევით ჩვენი ნაკლოვანებებითაც. მაგალითად, ვერ ვახდენთ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. დღეს განვითარებადი ქვეყნებიდან ინვესტიციები გაედინება. ვაქცინაციის პროცესის განვითარებასთან ერთად ეს პროცესი შემოტრიალდება და ჩვენ უნდა დავხვდეთ ინვესტორებს მომზადებულები,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ფინანსთა მინისტრობის კანიდატმა შაბათს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამატებითი რესურსების მობილიზების აუცილებლობაზე ისაუბრა. ივანე მაჭავარიანმა არსებული საგადასახადო შეღავათების გადახედვისა და მათი ნაწილის გაუქმებაზე ისაუბრა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022