ბიზნესი
16/03/2023

50 ლარით დაწყებულ ბიზნესს უკვე ₾15 000-ის მოგება აქვს - "ნარნაროს" გეგმები

ხელნაკეთ სუვენირებზე ფასები დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ნარნარო“-ს დამფუძნებელმა, დეა კაპანაძემ განაცხადა.

„ნარნაროს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ნედლეული საზღვარგარეთიდან შემოაქვთ და  ფასების ზრდა გაძვირებული იმპორტირებული მასალითაა განპირობებული.

„სუვენირების ფასი 5 ლარიდან 150 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად  ყველა ტიპის მომხმარებელს მოვერგოთ და ჩვენი პროდუქცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს," - აღნიშნავს კაპანაძე.

„ნარნარომ“ ბიზნესი 50 ლარის ინვესტიციით დაიწყო და კომპანიას დღეისათვის, წლიურად 15 000 ლარის მოგება აქვს. პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ონლაინ გაყიდვების საშუალებით ახორციელებს, თუმცაღა ხშირად გამოფენებშიც იღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის,  კომპანია თითქმის ორი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს  სურნელოვან სანთლებს, ეპოქსიდის სარჭებს, სარკეებს, დეკორატიულ ლანგრებს, საფერფლეებსა და სხვადასხვა სუვენირებს სთავაზობს.