ბიზნესი
24/12/2022

34 მლნ-ის შემოსავლის მიუხედავად, გლოვო 32.7 მლნ-იან ზარალზეა

გლოვო ჯორჯია (შპს გლოვოაფფ ჯორჯია), რომელიც მიტანის საკურიერო მომსახურებას საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ეწევა, 2021 წლის ბოლოსთვის 32.7 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედით, უშუალოდ 2021-ში კი კომპანიის ზარალმა 13.7 მლნ ლარი შეადგინა (+66.5%; y.y).

მიუხედავად ზარალიანობისა, კომპანიის ოპერაციები საქართველოში წამგებიანი არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანიამ საოპერაციო საქმიანობიდან 33.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

თუმცა, FY21-სთვის გლოვოს დამფუძნებლის მიმართ 24.5 მლნ ლარის დავალიანება გააჩნია. რაც 2020-ის ბოლოსთან შედარებით თითქმის სამჯერაა გაზრდილი.

2021 წელსვე კომპანიამ 7.8 მლნ ლარის მარკეტინგული ხარჯი გაწია, რაც 2020 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია (3.7 მლნ).

Businesspartner