ბიზნესი
14/08/2020

29.3 მლნ-ის წმინდა მოგება - "ევექსი ჰოსპიტლებმა" წლიური ანგარიში გაასაჯაროვა

"ევექსი ჰოსპიტლები", რომელიც საქართველოში ჰოსპოტალურ ქსელს ფლობს 2019 წელს 288.3 მლნ ლარის შემოსავალზე აცხადებს. კომპანიის წლიური ზრდა 9.7%-ია (25.6 მლნ).

გაზრდილია ჯამური მოგებაც 111.5 მლნ-დან 119.5 მლნ ლარამდე. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ წმინდა მოგება 66%-იან  ზრდას აჩვენებს. ანუ, საუბარია, 29.3 მილიონ ლარზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება COVID-19-ით გამოწვეულ ვითარებას საქართველოში და შესაბამისად მართავს თავის მარაგებს, ლიკვიდურობას და სხვა საქმიანობას.

კომპანიამ ორ კრედიტორთან 2020 წლის I-III კვარტლებისთვის წმინდა ნასესხები სახსრების EBITDA-სთან თანაფარდობის კოეფიციენტის გაზრდის პირობის გადახედვას მიაღწია. გარდა ამისა, 2020 წლის 16 მარტს ჯგუფმა მიიღო კიდევ ერთი ოფიციალური თანხმობა,  რომ 2020 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა EBITDA-თან წმინდა ნასესხები სახსრების თანაფარდობის 3.0-იანი კოეფიციენტი, ნაცვლად 2.5-ისა.

„პრევენციული ზომის სახით, ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებას თავის კრედიტორებთან, რომ წმინდა ნასესხები სახსრების EBITDA-სთან თანაფარდობის კოეფიციენტი 3.5-მდე გაზარდოს 2020 წლის აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე. 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ჯგუფმა აითვისა თავისი საკრედიტო ხაზები 12 ლარის ჯამური თანხის ოდენობით, სებ-ის რეფინანსირების +3.5%-იანი წლიური განაკვეთით“, - აღნიშნულია  ფინანსურ ანგარიშში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020