ბიზნესი
15/06/2020
26 რესტორნიდან 16 დაჯარიმდა - რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი გამაკაცრებულია
რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი გამკაცრებულია. დარღვევების შემთხვევაში გამოყენებულია კანონით დადგენილი ჯარიმები.
უწყებათშორისი კომისიის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გეგმური ინსპექტორების ფარგლებში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში 26 რესტორანი შეამოწმა, რომელთაგან 16 სანქციებს დაექვემდებარა.
დადგენილი წესების აღსრულება კონტროლდება სასტუმროებშიც. დღევანდელი მდგომარეობით შემოწმებული 939 სასტუმროდან, 150-ს მუშაობის განახლების ნებართვა მიეცა, 175-მა დადგენილი წესები ვერ დააკმაყოფილა და ისინი დამატებით შემოწმდებიან, დარჩენილმა ნაწილმა კი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი დრო ითხოვა.