23 ოქტომბრის კვირაში ყველაზე მეტი ვიზიტორი კახეთის დიდ სასტუმროებს ჰყავდა
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,ოქტომბრის დატვირთულობა მიმდინარე ჯავშნების მიხედვით პრე-კოვიდ ჯავშნების გარეშე ზღვისპირა სასტუმროებში 2%-ს შეადგენს, თბილისში 8%-ს, ხოლო კახეთის და სხვა რეგიონების დიდ სასტუმროებში დატვირთულობა 22%-ია.
გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა ოქტომბერში გაზრდილია კახეთში (+4 პპ) ხოლო დანარჩენ კატეგორიებში =2 პპ-ით.
გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირდა მთელს საქართველოში ზღვისპირეთის გარდა და თბილისში 7%, ზღვისპირეთში 9%, სხვა რეგიონებში 57%, ხოლო კახეთში 59% შეადგინა.
არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.