2022 წლიდან CO-ს ნორმები მკაცრდება - როგორ ვხვდებით ახალ რეგულაციებს
2022 წლის 1-ელი იანვარი - ეს ის თარიღია, როდიდანაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ახალი, გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ.
გამკაცრებული რეგულაცია გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის უფრო დაბალ მაჩვენებელს ითვალისწინებს. 2021 წელს არსებული 0.6%-დან ნორმა დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად, 0.3%-დან 0.5%-მდე დაშვებას გულისხმობს.
რეგულაცია 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებს ეხება. ამ პერიოდის შემდეგ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებში კი კატალიზატორის ქონაც სავალდებულო ხდება.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია სავალალოა. მათ მიერ ჩატარებული კვლევით, 30 000 ავტომობილიდან, ასამოქმდებელ 51%-ზე მეტი ვერ აკმაყოფილებს.
ქარხნული კატალიზატორი სამკომპონენტიან ძვირადღირებულ მეტალებს შეიცავს, რაც შესაბამისად, მის ხარისხს და ღირებულებას განსაზღვრავს. სხვადასხვა მარკის და ავტომობილის კატალიზატორების ფასი ბაზარზე 2,000-4,000 ლარამდე მერყეობს, ხოლო უნივერსალური კატალიზატორი კი 600 ლარამდე ღირს. სწორედ ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ავტომფლობელები კატალიზატორს ხსნიან და აბარებენ.
"გრინვეი საქართველოს" დირექტორი, ვახო ებიტაშვილი ელის, რომ ავტოპარკის ნახევარი არსებული მდგომარეობით, გამკაცრებულ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს, რისთვისაც დროც ცოტაა.
ის 2019 წელს იხსენებს, როცა ქვეყანაში სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდა და როდესაც სექტორი ცვლილებას მაშინაც მოუმზადებელი შეხვდა. მაშინ, ავტომობილების 70-80%-მა CO-ს ნორმა ვერ დააკმაყოფილა. დღეს, ებიტაშვილის ინფორმაციით, დახარვეზების მაჩვენებელი 30-35%-ის ფარგლებში მერყეობს.
გრინვეის დირექტორს მიაჩნია, რომ მოსამზადებლად დარჩენილი 2 თვიანი პერიოდი არასაკმარისია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საინფორმაციო კამპანიები არ მიმდინარეობს და მიიჩნევს, რომ ეს ვადა 6 თვემდე უნდა გახანგრძლივდეს.
"გრინვეი საქართველო" 1H21-ში 173,500 ავტომობილს მოემსახურა (+73%/y.y), წლის ბოლომდე დაგეგმილი აქვთ, რომ 390,000 ავტომობილს მოემსახურონ.
ზრდა ძირითადად, გასული წლის მეორე კვარტალში, ლოქდაუნის გათვალისწინებით გადავადებულმა ტექინსპექტირებამ განაპირობა.