ბიზნესი
10/03/2023

2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის 89% რუსეთში გავიდა

საქართველოდან მოცვის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე გავიდა.

გასულ წელს რუსეთში 7.6 მლნ დოლარის ღირებულების 1200 ტონაზე მეტი მოცვი გაიყიდა. მცირე მოცულობებით, მოცვი ექსპორტზე გავიდა სომხეთსა და გაერთიანებულ საამიროებშიც. კერძოდ, სომხეთზე მოცვის მთლიანი ექსპორტის 6%, ხოლო არაბეთზე 2% მოდიოდა.

რაც შეეხება პროდუქტის საექსპორტო ფასს - ეს მაჩვენებლებიც ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. ბოლო ოთხ წელში ფასი დაახლოებით, 4 დოლარით არის გაზრდილი. მაგალითად, გასულ წელს, ერთი კილოგრამი მოცვის საშუალო ღირებულება 5.6 დოლარს შეადგენდა. 2018-ში კი მოცვის საექსპორტო, საშუალო ფასი 2.6 დოლარი იყო.

Businesspartner