ბიზნესი
23/06/2020
2021 წლიდან მობილურ ბაზარზე ფასების კლებაა მოსალოდნელი
2021 წლიდან მობილურ ბაზარზე ფასების კლებაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი ვირტუალური ოპერატორების გამოჩენაა. სპეციალისტების აზრით, მობილური ოპერატორების ბაზარზე დაშვება კონკურენციის ზრდის წინაპირობაა რაც აუცილებლად აისახება მიწოდების ხარისხსა და ფასებზე.
ე.წ MVNO-ების გამოჩენა 2021 წლის თებერვლიდან არის მოსალოდნელი. ასეთ კომპანიებს შესაძლებლობა ოპერირების დაწყების შესაძლებლობა ფინანსური დანახარჯების გარეშე აქვთ.
ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის 2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრა. ასეთი პირები არიან „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ რომელთაც საკუთარ ქსელებზე ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულება დაეკისრათ.