ბიზნესი
17/07/2023

"2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ეკოლოგიას არ გააუმჯობესებს"

"2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ეკოლოგიას არ გააუმჯობესებს“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტის ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 800 ათასი ავტომობილია ამორტიზებული, რომელიც ჰაერს აბინძურებს და ტექდათვალიერებას ვერ გადის. ყოველწლიურად კი საქართველოში პირველადი რეგისტრაციისთვის 100 ათასი ავტომობილი შემოდის.

შესაბამისად მთავარი ამოცანა, რომელიც ძველი ავტოპარკის ჩანაცვლებას ახალი ავტომობილებით გულისხმობს, მინიმუმ 7-8 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე ახალი, სუფთა ჰაერი არ იქნება.

„მანქანის მდგომარეობა ინდივიდუალურია და საჭიროებს შემოწმებას. მაგალითად, 2014 წლის მანქანა არ უნდა ჩაითვალოს იდეალურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ის 2014 წელსაა გამოშვებული.

პრობლემა ისაა, რომ თუ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესაბამება არსებულ მოცემულობას, ის კანონი ვერ იმუშავებს. „ - აცხადებს ნონიაძე.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ადამიანებს ახალი ავტომობილების შესაძენად ფინანსური უზრუნველყოფა არ აქვთ, შესაბამისად, გამოსავალი აქციზის გადასახადის 2-3 წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაყვანაა, რათა ადამიანმა ავტომობილის გამოცვლა შეძლოს.

აღნიშნული ქმედება კი ხელს შეუწყობს ავტოიმპორტიორებს, რათა სექტორმა  ფუნქციონირება განაგრძოს.

აღსანიშნავია, რომ ავტოიმპორტის ასოციაციას პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა აქვს შეტანილი, რისი მიხედვითაც, თუ მეპატრონეს ავტომობილის დაშლა და ისე განბაჟება სურს, მან აქციზის გადასახადის ნაცვლად დღგ უნდა გადაიხადოს. აღნიშნული კი დაზოგავს როგორც იმპორტიორის ხარჯებს, ამასთან ავტონაწილების ფასის გაიაფებასაც ხელს შეუწყობს.

რაც შეეხება სალივანის ჯგუფის (ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც სანქციების მიმართულებით მუშაობს) ვიზიტს, ნონიაძის ცნობით, გაირკვა, რომ 50 ათასი ევროს ზემოთ ახალი ავტომობილების გაყვანასთან ერთად, 1.9 ლიტრი მოცულობის ძრავის მქონე, ამასთან ჰიბრიდული და ელექტრონული ავტომობილების გაყვანაც იკრძალება. თუმცაღა მთელი რიგი კითხვებია დარჩენილი, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება.

ამას გარდა, ერთ-ერთი კრიტერიუმის თანახმად, ევროკავშირიდან შემოსული ავტომობილი რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა მოხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შეიძლება პრობლემები შეექმნეს.

ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანას ჯამში 2 მილიარდ ნახევარი დოლარის ვაჭრობა აქვს,  საიდანაც ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: აშშ, ევროკავშირი და მცირე ნაწილი აღმოსავლეთიდანაც შემოდის.

როგორც ნონიაძე აცხადებს, თუ სექტორი სანქციების ქვეშ მოყვება, მაშინ ამერიკიდან და ევროპიდან იმპორტი შეიზღუდება, რაც იმპორტირებული ავრომობილების 90-95%-ს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა ავტომობილებისა და ბაზრის გარეშე დარჩება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023