ბიზნესი
03/02/2021

2 თვეში m²-ის ობლიგაციებზე $1,307 მლნ-ის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე საქართველოს უძრავი ქონების (m² უძრავი ქონებები) ობლიგაციებზე $462,501-ის გარიგება დაიდო.

1 გარიგების შედეგად 450 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1027.97 დოლარი.

ბოლო 2 თვეში m² უძრავი ქონების $1,307 მლნ-ის ობლიგაციებით ივაჭრეს.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2019 წლის ოქტომბერში განათავსა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 6 თვეში ერთხელ ხდება.