ბიზნესი
28/10/2020

1 კგ €3-5 - სამეგრელოდან იტალიაში დეკემბერში 45 ტონა ლოკოკინას ხორცი გავა

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინები უკვე მეორე წელია იტალიაში ექსპორტზე გადის. საუბარია, სამეგრელოში, კომპანია „ნადი გრუპის“ მიერ წარმოებულ ლოკოკინას ხორცზე.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ნადარაია აცხადებს, დეკემბერში დაგეგმილია იტალიაში 45 ტონის ექსპორტი. ამჟამად მოსავლის აღების პროცესია.

კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. დღეს  ევროპის ბაზარზე 1 კილოგრამი ლოკოკინის ფასი 3-5 ევროა.

„ნადი გრუპი“ ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებასაც გეგმავს. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპმა“ გასულ წელს შექმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. გასული წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.