ბიზნესი
30/12/2020

1 იანვრიდან ორგანიზაციები შრომითი უფლებების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შრომის კოდექსის ახალი რედაქციით იცვლება დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებები და მოვალეობები.

ორგანიზაციები ვალდებულნი ხდებიან, თავიანთი საქმიანობა შრომის ახალ რეგულაციებს შეუსაბამონ. 2021 წლის 1 იანვრიდან, თუკი ორგანიზაციის საქმიანობა არ იქნება შესაბამისობაში ახალი შრომის რეგულაციებთან, შრომის ინსპექტორს ენიჭება მანდატი, დააჯარიმოს ორგანიზაცია. შრომის ინსპექტორისთვის შრომითი უფლების დარღვევის შესახებ მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ დასაქმებულს. განცხადებლის ვინაობა სრულად კონფიდენციალურია და შრომის ინსპექცია უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციისთვის არ გახდეს ცნობილი, თუ ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო კომპანიის შემოწმება.

ახალი რეგულაციებით განსხვავებულად წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა, სამუშაო დროის აღრიცხვა, დედებისა და მამების შვებულება, ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და სხვა.

ორგანიზაციების დაჯარიმების პრევენციის მიზნით, ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრი ორგანიზაცია -  "ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი" და EBIT GROUP-ი ერთობლივად ახორციელებენ სამართლებრივ მომსახურებას ორგანიზაციებისთვის. კერძოდ:

  • ორგანიზაციის დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა (შრომის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობისშემოწმება);
  • ორგანიზაციის დოკუმენტაციის გამართვა(შესაბამისობაში მოყვანა შრომის ახალ რეგულაციებთან);
  • შრომის სამართლის ტრენინგ კურსიორგანიზაციის მენეჯერებისთვის, იურისტებისა და HR პროფესიონალებისთვის.

კომპანიებს მომსახურებას უწევენ შრომის ახალი რეგულაციების შემუშავებაში უშუალოდ ჩართული ექსპერტები.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ "ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტსა" და EBIT GROUP-ს შემდეგ მისამართზე: info@ebit.ge / (995)577620303 / ebit.ge .