ბიზნესი
24/10/2023

1-ელი ნოემბრიდან "ბიოლი" მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

1-ელი ნოემბრიდან ველნეს კურორტი „ბიოლი“ ახალი რეჟიმით იმუშავებს.

როგორც ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, შესაძლებელი იქნება კურორტის ტერიტორიაზე არსებული კოტეჯების მხოლოდ ერთი თვიდან ერთ წლამდე დაჯავშნა, მოკლევადიანი ვიზიტებს კი  „ბიოლი“ დროებით აღარ მიიღებს.

მისივე ინფორმაციით, ფუნქციონირების განსხვავებულ რეჟიმში გადადის "ბიოლი ჰოლიც", რომელიც საივენთო რეჟიმში, წინასწარი დაკვეთით იმუშავებს.  

თამაზ მჭედლიძე ამის მიზეზად სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ განახლებას ასახელებს. დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ახალი კოტეჯის დამატება (3 -ტბაზე, 1-კოტეჯების ზონაში), ასევე  60 ნომრიანი, ხის ეკო სასტუმრო. მოეწყობა აუზი თავის საპროცედურო სერვისით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ტბა. 

„კურორტზე არსებული შიდა გზების რეაბილიტაციაც გვინდა განვახორციელოთ. გრძელვადიანი იჯარა კი  ნაკლებ მოძრაობებს იწვევს ტერიტორიაზე, check in და  check out-ების რაოდენობა  მკვეთრად მცირდება. შესაბამისად, კოტეჯების გძელვადიანი იჯარა გვაძლევს მოქნილობის საშუალებას მუშაობაში“-აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

მისივე ინფორმაციით,ამ მიმართულებით კომპანია 55 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.ამჟამად ტერიტორიაზე 13 ველნეს კოტეჯი ფუნქციონირებს, მომავალში იგეგმება 13 ლაქშერი ვილის დამატება. პროექტის დასრულების ვადად, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისი განიხილება. 
 
„ამ დროისთვის სამშენებლო-სარეაბილოტაციო კომპანიების შერცევის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, ვადები კონტარქტორი კომპანიების შერჩევის შემდეგ დაზუსტდება,“-აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

შეგახსენებთ, შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. 

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო  კურორტის  პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023