ტურიზმი
27/02/2022

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს წევრებს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს

ჩემი მოვალეობაა UNWTO-ს წევრ ქვეყნებს მოვუწოდო შეუჩერდეს რუსეთს წევრობა, - გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„რუსეთის შეიარაღებული აგრესია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურებას იწვევს და საფრთხე უქმნის მთელ მსოფლიოს. ეს ქმედებები UNWTO-ს მიზნებს ეწინააღმდეგება. 

როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა მოვუწოდო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შეუჩერდეს რუსეთს UNWTO-ს წევრობა წესდების შესაბამისად“, - წერს UNWTO-ს გენერალური მდივანი.