ტურიზმი
19/08/2021

ზიპლაინი, საბაგირო, საფეხმავლო და ველო ბილიკები - ტურისტული პროექტები მაღალმთიან აჭარაში

მთავრობა მაღალმთიან აჭარაში ახალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. მათი ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია.

ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი 2-ზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, ბიუჯეტი 10 მლნ ლარია.

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებით და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მლნ ლარია.

კურორტ გომარდულში საბაგიროს მშენებლობის პროექტი მზადდება, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ლარამდეა.

შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე ტურისტული თავშესაფრები შენდება, რომლის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედო ბილიკის მოწყობა, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერით ხორციელდება, ოქტომბერში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარს შეადგენს.