ტურიზმი
01/11/2021

Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველო-ირანს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებენ

ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ. რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი - თბილისი - თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, Zagros Airlines-ი რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცდა მოთხოვნილი 7 სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines-ი ეტაპობრივად გეგმავს. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ კი, კვირაში 4 სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines-ი სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.