ტურიზმი
24/04/2023

ზაფხულში რეგულარულ სამგზავრო რეისებს 43 ავიაკომპანია, 31 ქვეყნის მიმართულებით შეასრულებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარულ სამგზავრო რეისებს 43 ავიაკომპანია, 31 ქვეყნის 88 მიმართულებით შეასრულებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის საჰაერო მიმოსვლის განრიგი.

არსებული მონაცემებით, ფრენები კვირაში საშუალოდ 555 სიხშირით განხორციელდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის გაცემული სიხშირეების რაოდენობას 3%-ით აღემატება. მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ფრენების შესრულება 44 ევროპული მიმართულებით იგეგმება, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 17, ხოლო კვირაში 126 სიხშირეს უტოლდება. მნიშვნელოვანია ასევე გალფის ქვეყნების (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) მიმართულებების წილი (16 მიმართულება, საშუალოდ 20 სიხშირე ყოველდღიურად და 138 სიხშირე კვირაში).

ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022