WIZZAIR-ი საქართველოდან ევროპის მიმართულებით 5 ახალ რეისს ამატებს
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir-ი მიმდინარე წლის ივნისიდან ევროპის მიმართულებით 5 ახალი რეისის დამატებას გეგმავს, - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაემატება. ესენია: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.
„ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ.
Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება,”-ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერტიანების მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.