ტურიზმი
26/08/2021

"WizzAir-ი მზადაა ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს"

ავიაკომპანია WizzAir-ი მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს.

დეტალები ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანიის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია WizzAir-ის ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ WizzAir-ის ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.