WizzAir: ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის გაჯანსაღებას
ქუთაისის განახლებულ აეროპორტს ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტი ესტუმრა.
კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. Wizz Air-ის დირექტორმა, ოვეინ ჯონსმა, ავიამიმართულებების განვითარების, შესყიდვებისა და იურიდიული მიმართულებით კომპანიის მუშაობა საქართველოში ნაყოფიერად შეაფასა.
"ქუთაისი არის ადგილი, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ნაყოფიერი იყო 2012 წელი, როდესაც Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით დაიწყო ფრენა. ჩვენი ავიაკომპანია იყო პირველი, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო და ეს ძალიან გვახარებს. ახლა ვდგავართ კიდევ უფრო მეტად გალამაზებულ ახალ ტერმინალში, რაც მოწმობს იმას, თუ რა შეუძლია მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, იზრდება ქალაქი და იზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე. ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ვაგრძელებთ განვითარებას, - განაცხადა ოვეინ ჯონსმა.
ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის 30 ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა და ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძე ამბობს, რომ Wizz Air-ი საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ეტაპზე გრძელდება.
"შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ის ახალი მიმართულებები, სადაც Wizz Air-ი უახლოეს მომავალში, გეგმავს ფრენების დაწყებას ქუთაისის მიმართულებით“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.
ვიზიტისას, იმერეთის ინფო-ტურის ფარგლებში DMO იმერეთის ორგანიზებით, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ქუთაისის ღირშესანიშნაოები დაათვალიერა. ავიაკომპანიის მენეჯმენტი შეხვედრებს უკვე თბილისში გამართავს.