ტურიზმი
28/07/2022

Wizz Air ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან განახორციელებს

2022 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, ავიაკომპანია Wizz Air, 14 დღის განმავლობაში, ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

კომპანიის ინორმაციით, ის მგზავრები, რომლებსაც ფრენები სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ დაჯავშნილი, დეტალურ ინფორმაციას ცვლილებების შესახებ ინდივიდუალურად მიიღებენ.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან ოპერირებს და ამჟამად ფრენებს 12 ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს. 2022 წლის 1 აგვისტოდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ავიახომალდს განათავსებს და პირდაპირ, რეგულარულ ავიამიმოსვლებს პარიზისა და ტალინის მიმართულებითაც განახორციელებს.