ტურიზმი
17/09/2020

Wizz Air: მზად ვართ ფრენების დასაწყებად

უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizz Air-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს."Wizz Air-ი მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან და მზად არის განაახლოს ფრენები, როგორც კი მიღებული რეგულაციები მოგვცემს ამის საშუალებას.

ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები განახლდება 4 ოქტომბრიდან - ბილეთები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ wizzair.com– ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. Wizz Air დროულად აცნობებს მგზავრებს ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენების განახლების შესახებ."-ნათქვამია განცხადებაში.

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 123 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.