ტურიზმი
24/04/2020

Wizz Air-მა, შესაძლოა, აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირება დაიწყოს

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შესაძლოა აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები დაიწყოს, – წერს პორტალი Anna.aero.
უნგრული ავიაკომპანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოპერირებას ახალი, დამოუკიდებელი კომპანიით გეგმავს და ფრენებს ევროპის ქვეყნებში შეასრულებს.
რეისებს შორის, რომელსაც Wizz Air Abu Dhabi განახორციელებს იქნება ბუქარესტი, ბუდაპეშტი და სოფია.
Anna.aero წერს, რომ ახალმა კომპანიამ ოპერირება შეიძლება დაგეგმილზე, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ადრე დაიწყოს და მას 50-ზე მეტი თვითმფრინავი მოემსახურება.
პორტალი მიუთითებს, რომ აბუ-დაბიდან საქართველოში ფრენები ამ დრომდე არ სრულდებოდა.
როგორ ცნობილია, Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაპარკი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან დაკომპლექტდება.

Wizz Air Abu Dhabi მიმართული იქნება, რომ მარშრუტები დაინიშნოს იმ ადგილების მიმართულებით, სადაც Wizz Air უკვე წლებია ოპერირებს – ევროპა და ასევე, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

Wizz Air Abu Dabi-ს სარეკრუიტმენტო საქმიანობა უახლოეს თვეებში დაიწყება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალ სამუშაო შესაძლებლობას შექმნის და ამასთანავე, გააძლიერებს ეკონომიკას და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილს გახდის ვიზიტორებისთვის.
ასევე, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში იქნება აბუ-დაბის AED 50 მილიონიან აქსელერატორის პროგრამასთან – Ghadan 21 – რომელიც ემირატების განვითარებას ბიზნესში, ინოვაციებსა და ადამიანურ რესურსში ჩადებული ინვესტიციის გზით მოახდენს.

შეთანხმების თანამად, ავიაკომპანიის განვითარების გუნდმა უკვე კარგა ხანია რაც მოლაპარაკება დაიწყო არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურ ორგანოებთან, რათა მოიპოვოს გადამზიდი საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი და ოპერირების ლიცენზია.

დღეისათვის Wizz Air-ი ორ შვილობილ ავიაკომპანიას Wizz Air Hungary-სა და Wizz Air UK-ს აერთიანებს, ხოლო Wizz Air Abu Dhabi მესამე შვილობილი ავიაკომპანია იქნება.

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

avianews.ge

Businesspartner