ტურიზმი
02/06/2023

WIZZ AIR-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის მიმართულებით დაიწყო

WIZZ AIR-მა ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის ხუთი ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო.
 
ხუთივე მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო - პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება. 
 
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 
Businesspartner