ტურიზმი
03/05/2020
Wizz Air-მა ბრიტანეთიდან ფრენები განაახლა
Wizz Air-მა ლონდონის ლუტონისა და გეთვიკის აეროპორტებიდან ფრენები განაახლა. აღდგენილ რეისებს შორისაა რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის მიმართულებები.
avianews.ge წერს, რომ უახლოეს კვირებში იგეგმება ფრენების აღდგენა ტენერიფეს (ესპანეთი) და თელ-ავივის (ისრაელი) მიმართულებითაც.
Daily Mail მიუთითებს, რომ Wizz Air-მა ფრენები easyJet-ზე, Ryanair-სა და British Airways-ზე ადრე დაიწყო.
ამასთან, ბორტზე ახალი რეგულაციებია დაცული. მაგალითად, 2-მეტრიანი მანძილი მგზავრებს შორის და ნიღბის სავალდებულო ტარება. ამასთან, ავიაკომპანიამ ბორტებიდან ჟურნალები ამოიღო და უსაფრთხოების ახალი ვიდეოც მოამზადა.