ტურიზმი
21/10/2022

Wizz Air-ის გენერალური დირექტორი საქართველოში იმყოფება

Wizz Air-ის გენერალური დირექტორი საქართველოში იმყოფება

 

 

ევროპის ყველაზე მწვანე, სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის, Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოსეფ ვარადი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ვარადი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. Შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ზაფხულის სამოგზაურო სეზონი, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალები და ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობა.

 

ჯოზეფ ვარადი: “Wizz Air-ის პირველი ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა. Წელს ჩვენ საქართველოში ოპერირების 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ინტერესი ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და ზრდის შესახებ. Ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია, ჩვენ დავაბრუნეთ მეორე ბაზირებული ავიახომალდი ქვეყანაში, დავამატეთ პირდაპირი მიმართულებები და გავზარდეთ არსებული რეისების სიხშირე. Მოთხოვნა მოგზაურობაზე ყოველდღიურად მზარდია, სწორედ ამიტომ, Wizz Air აქტიურად მუშაობს საქართველოდან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე. კომპანიის განვითარების შესაბამისად, იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მარშრუტების დამატება ახალი მიმართულებით.”

 

აღსანიშნავია, რომ Wizz Air პანდემიის პერიოდის შემდეგ ოპერირებას ბევრი სიახლითა და გაძლიერებული პოზიციონირებით დაუბრუნდა. Ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ავიაკომპანიამ რეკორდული რაოდენობის, 13 მილიონი მგზავრი გადაიყვანა სხვადასხვა მიმართულებით, დაამატა 63 ახალი მიმართულება, ავიაფლოტი 170 ავიახომალდამდე გაზარდა, ხოლო ავიაკომპანიაში დასაქმებული პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების რაოდენობამ 2500-ს გადააჭარბა.