Wizz Air-ი გაუქმებული ფრენების საფასურს ავტომატურად დააბრუნებს
Wizz Air-ის ცნობით, COVID-19 ვირუსული პანდემიის მიზეზით, ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმებული ფრენების საფასურის ანაზღაურება ავტომატიზდება. შესაბამისად, მომხმარებლებს, რომლებსაც გააუქმდათ რეისი, ბილეთის საფასურის 120% ავტომატურად დაერიცხებათ WIZZ credit-ზე.
ბილეთის საფასურის დაბრუნების ავტომატიზირების პარალელურად, ავიაკომპანია დროებით, 2020 წლის 14 აპრილამდე აჩერებს ონლაინ რეგისტრაციის დადასტურების ფუნქციას. მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 100-ჯერ მეტი გაუქმების დადასტურება, ვიდრე ჩვეულებისამებრ. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში, Wizz Air არწმუნებს მომხმარებლებს, რომ უახლოეს პერიოდში დაერიცხებათ თითოეული გაუქმებული ფრენის საფასური.
Wizz Air-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტულ კომპანიებთან კომუნიკაცია და გაუქმებული ფრენების ანაზღაურება. ამიტომ, ავიაკომპანია მოუწოდებს ტრურისტულ სააგენტოებს დაუკავშირდნენ Wizz Air სატელეფონო სერვისს.
მგზავრები, რომელთაც ფრენა ტურისტული კომპანიების საშუალებით დაჯავშნეს, მათ შორის, ონლაინ ტურისტული კომპანიების, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ შუამავალ სააგენტოებს და მოითხოვონ გაუქმებული მგზავრობის საფასურის ანაზღაურება.
ასეთი უჩვეულო რეალობის გათვალისწინებით, Wizz Air მაქსიმალურად მოუწოდებს მომხმარებლებს რაც შეიძლება ნაკლებად დატვირთონ სატელეფონო სერვისები და ავიაკომპანიასთან დასაკავშირებლად ელ.ფოსტა გამოიყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია Wizz Air-ის კონტროლს მიღმაა, ავიაკომპანია ბოდიშს იხდის საჰაერო გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და გაუქმებელი ფრენების გამო. ამ ეტაპზე ფრენის საფასურის დროული დაბრუნება კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.