"ვითარება გაურკვეველი და არასტაბილურია" - ტურიზმის სექტორი საზღვრების გახსნის მოლოდინში
HSC ჯგუფის მმართველობაში არსებულ სასტუმროებში წლევანდელი ჯავშნების რაოდენობა კორონავირუსამდე არსებულ მოთხოვნას უტოლდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოთი დაინტერესება ტურისტების მხრიდან არსებობს, თუმცა იმის გამო, რომ ვითარება გაურკვეველი და არასტაბილურია, დიდი ალბათობით ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდება.
ჯგუფში ფიქრობენ, რომ აუცილებელია HoReCa სექტორმა დროულად მიიღოს ინფორმაცია საზღვრების გახსნის კონკრეტული გეგმის შესახებ, რათა კამპანიებმა სეზონის დაგეგმვა მოახერხონ.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, 2020 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 82%-ით შემცირდა და მხოლოდ 527 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჯგუფის დირექტორი გიორგი დოლიძე ამბობს, რომ კომპანიას არ აქვს მორალური უფლება ჯავშნებზე მოითხოვოს წინასწარი გადახდა, რათა გარანტირებულ სტატუსი მიეცეს, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.