ტურიზმი
09/09/2020

ვიმედოვნებთ, 2021 წლის ჯავშნები არ გაუქმდება – "ვარძია რეზორტი"

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სასტუმრო "ვარძია რეზორტში" ზაფხულის სეზონმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა როგორც სასტუმროს წარმომადგენელი, ნინო დანელია „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, სასტუმროს მაქსიმალური დატვირთულობა 50% იყო.

„დატვირტულობა არ იყო ისეთი როგორც წინა წლებში, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე ნორმალური მაჩვენებელი გვაქვს. ამ ეტაპზე, სასტუმროს 30%–ია დატვირთული. ნომრებზე ფასები დაახლოებით 30–50%-ით შემცირდა. რაც შეეხება თანამშრომლებს, მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა თითოეული. შემოდგომის სეზონზე ჯავშნები ნაკლებია, ოქტომბრის ბოლომდე თუ იფუნქციონირებს სასტუმრო იდეალური იქნება. ვიმედოვნებთ, გაზაფხულიდან ფრენები აღდგება და ის ჯავშნები, რაც 2021 წელზეა გათვლილი, არ გაუქმდება. უმრავი ღონიძიება გვქონდა დაგეგმილი, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო. ოფიაციალური მონაცემი ჯერ არ გვაქვს, სეზონის დამთავრებას ველოდებით, თუმცა ჩემი ვარაუდით, შემოსავლების 25%-იანი კლება იქნება,“ – აღნიშნავს ნინო დანელია.

2019  წლიდან Vardzia Resort სასტუმროს 5 ნომერი, 5 კოტეჯი, მარანი და სპა დაემატა, თუმცა წელს გაფართოება არ იგეგმება.

Vardzia Resort-ის  კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულია სასტუმრო, რესტორანი ქართულ/მესხური და ევროპული სამზარეულოთი, ღვინის სადეგუსტაციო მესხური ოდა-მარანი, ცალკე მდგომი კოტეჯები, კლდეზე გადაკიდებული საცურაო აუზი, ღია ლაუნჯ-ბარი და კემპინგი.