ვატო ასათაშვილი: მგზავრთნაკადი მცირე იქნება, რაც ავიაბილეთებს გააძვირებს
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას უცხო ქვენის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესების გამარტივებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უფრო ადრეც უნდა მიეღოთ.
„შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს, რომ დღეიდან განახლდება რეისები, ეს ეტაპობრივი პროცესია, ავიაკომპანიებიც დააკვირდებიან მოთხოვნას და იმის მიხედვით განახლებენ ფრენებს. ამას არ ექნება სწრაფი ეფექტი, დაახლოებით 1 კვარტალში. დიდი მოლოდინი არ მაქვს, თუმცა გაზაფხულის ბოლოს შესაძლოა პირველი ნაკადები მივიღოთ. არ მგონია, რომ 2021–ში მივაღწევთ ან მივუახლვდებით 2019 წლის შედეგებს. ნაკადები იქნება მცირე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაბილეთების ფასის ზრდას. შედეგად, ჩვენს კონკურენტუნარიანობას რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაწევს.
მაგალითად, სომხეთს ბევრად რთული პანდემიური სიტუაცია ჰქონდა, გამოიარა ომი, თუმცა დღეს ყველა შეზღუდვა მოხსნილი აქვს და ცდილობს სწრაფად დაიწყოს ტურისტიდან შემოსავლის მიღება. არ ვიცი, რა არის ამ მთავრობის სტრატეგიული ხედვა, მიუხედავად ამდენი განცხადებების და დაპირებების შემდეგ, რომლებიც ხშირად არათანმიმდევრული და ერთმანეთის გამომრიცხავია,“ – აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 37 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.