ვალერი ჩეხერია: “რუმს აბასთუმანში” სტუმრების მიღებას 2021 წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ
აჭარა ჯგუფი სასტუმრო "რუმს აბასთუმანში" პირველი სტუმრების მიღებას მომავალი წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. ვალერი ჩეხერია იმედოვნებს, რომ პანდემია ამ გეგმებს არ ჩაშლის.
ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები ბანკთან მიმდინარეობს.
"ეკოტურისტული მიმართულების განვითარება ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტია და განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ აბასთუმანის პროექტის განხორციელებას. ყველასთვის ცნობილია, რომ აბასთუმანი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებით სამკურნალო საშუალებაა ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანისთვის.
„აჭარა ჯგუფმა“ კურორტ აბასთუმანში ძველი სანატორიუმის შენობა შეიძინა. ყოფილი სანატორიუმი 1924 წელს არის აშენებული. ჯგუფს სასტუმროში 10 მლნ დოლარის ინვესტირებაზე ჰქონდა გაცხადებული.