უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში ყველაზე მეტი სასმელსა და საკვებზე დახარჯეს
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცამების შედეგად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8
ათასი), თურქეთის (216.4 ათასი) და სომხეთის (182.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (46.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 40.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 31.7 პროცენტით შემცირდა და 1 898.6 ლარი შეადგინა.
2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე კატეგორიების მიხედვით, ასეთი იყო:
- საკვები და სასმელი - 569.9 ლარი
- განთავსება - 522.5 ლარი
- საყიდლები - 418.6 ლარი
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 213.1 ლარი
- ადგილობრივი ტრანსპორტი - 144.1 ლარი
- სხვა - 30.4 ლარი.