ტურიზმი
16/03/2023

უწერაში Radisson-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ონის რაიონის სოფელ უწერაში Radisson-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხეიდეშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,მშენებლობაში ადგილობრივი კადრებიც არიან დასაქმებულები.

„ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, მათ შორის აუზი და სხვა რეკრეაციული სივრცეებიც უნდა მოეწყოს, თუმცა, ამ ეტაპზე იმ ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სასტუმროს ნომრები უნდა განთავსდეს.“-აღნიშნა სერგო ხიდეშელმა.

მისივე განმარტებით, კომპანიას კადრების დეფიციტის პრობლემა ჰქონდა და ამ საკითხის მოგვარებაში მუნიციპალიტეტიც იყო ჩართული.

„ჩვენ მივაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ვინც გამოხატა სურვილი, დასაქმდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი მუშაობს, ვერ გეტყვით,“- განმარტა სერგო ხიდეშელმა.

ონის მუნიციპალიტეტ სოფელ უწერაში, Radisson-ის ბრენდის სასტუმრო 2023 წელს უნდა გაიხსნას. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმრო 85 ნომრიანი უნდა იყოს და მასში 170 სტუმრის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას. კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი სწორედ აღნიშნულ სოფელშია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022