ტურიზმი
03/06/2021

უწერაში ბადრი ჯაფარიძის სასტუმრო "მანინო" სტუმრებს 15 ივნისიდან მიიღებს

ბადრი ჯაფარიძის დაფუძნებული კომპანია "აგარაკი უწერაში" ონის რაიონის, კურორტ უწერაში მაღალი სტანდარტების სასტუმრო “მანინოს“ გახსნის. მსგავსი კონცეფციის სასტუმრო აქამდე რაჭაში არ ყოფილა.

პროექტის გენერალური დირექტორი შალვა ალავერდაშვილი “ბიზინესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ 14 ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსი მომხმარებლებს, ყველა სერვისსა და კომფორტს შესთავაზებს, რაც სრულყოფილად დასვენებისთვისაა საჭირო. მათ შორის, დახურულ აუზს ტერასით, რესტორან–ლაუნჯს, ადგილობრივი სამზარეულოს განსაკუთრებულ კერძებს, სამკურნალო წყლებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი სრულიად მორგებულია შშმ პირებზეც.

შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ უწერა უნიკალური კურორტია, თავისი სამკურნალო წყლებით, სუფთა ჰაერით და დიდი პოტენციალი აქვს.

„მოგეხსენებათ ბალნეოლოგიური ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება. იმედი გვაქვს ამ ყველაფერთან ერთად მაღალი დონის სასტუმრო შექმნის განსაკუთრებულ სინთეზს და უამრავ ტურისტს უმასპინძლებს.

ორიენტირებული ვართ ადგილობრივი სამზარეულოს ისეთი კერძების წინ წამოწევაში, რომელიც აქამდე ფართო მასებისთვის ცნობილი არ იყო. ეს იქნება ერთგვარი ნიშაც. დავასაქმეთ 21 ადგილობრივი, ეს რიცხვი სეზონთან ერთად შეიცვლება. გვიხარია და გაოცებული ვართ ახალგაზრდების შრომისმოყვარეობით, ადგილობრივი მოსახლეობა მოტივირებულია და ყველა სიახლეს კარგად ითვისებს,“ – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

სასტუმროში არსებული 14 ნომრიდან, 2 ლუქსის ტიპისაა, 2 – საოჯახო, 1 შშმ პირებისთვის განკუთვნილი და დანარჩენი 9 კი - სტანდარტული. შენობა არის 3 სართულიანი, აქვს ლიფტი და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის.  

“მანინოს“ საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ლარს აჭარბებს.

სასტუმროს ტერიტორიაზე არსებობდა შენობა, რომელიც სახელმწიფომ 2017 წელს აუქციონზე გამოიტანა, შემდეგ მოხდა ვალდებულებებით პრივატიზება და აშენდა სრულიად ახალი ნაგებობა, რომლის მშენებლობა შარშან დასრულდა, თუმცა პანდემიის გამო გახსნა ვერ მოხერხდა. 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის "აგარაკი უწერაში" 90%-იანი წილის მფლობელი ბადრი ჯაფარიძეა, 10% კი კომპანიის დირექტორს შოთა საგანელიძეს ეკუთვნის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023